უკვე რამდენიმე საათია საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. შეკრებილები გუშინ მთავარ სამმართველოსთან განვითარებულ პროცესებს და მომიტინგეების დაკავებას აპროტესტებენ. მათ ადგილზე აქციების მიმდინარეობისას დაშავებული და დაკავებული პირების ფოტოები მიიტანეს. მომიტინგეები იმ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც ამ დრომდე ბათუმისა და ოზურგეთი წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩებიან. ასეთი სულ 9 პირია. მათ შორი ერთ-ერთია სისხლის სამართლის წესით დაკავებული ონლაინ გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
მერაბ წულუკიძე მუშაობს ბათუმში დილიდან.