პროტესტი გრძელდება ბათუმშიც. მოქალაქეები დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. მოთხოვნები უცვლელია – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ჯარიმების თემით ხელისუფლება მათ დაშინებას ცდილობს, რათან მათ პროტესტი შეწყვიტონ. თუმცა, მომიტინგეები ამბობენ, რომ აქციები ყოველდღიურ რეჟიმში, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.