მდუმარე აქცია მოეწყო ბათუმში. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში შეკრებილებმა ე.წ. ოცნების ქალაქში რამდენიმე დღის წინ დაღუპული ორი მოზარდის ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციის მონაწილეები ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ეფექტიან გამოძიებასა და დამნაშავეების დროულ გამოვლენას ითხოვენ.