საპროტესტო აქცია ბათუმში

მე-80 დღეა, პროტესტი მიმდინარეობს ბათუმში. მომიტინგეთა შეკრების ადგილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც აქცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. ქალაქში პროტესტი დღეს, 18:00 საათიდან მსვლელობით დაიწყო. აქციის მონაწილეები ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში შეიკრიბნენ და სასამართლომდე მსვლელობა მოაწყვეს.

მერაბ წულუკიძე გვიერთდება დეტალებით ბათუმიდან პირდაპირ ეთერში.