საპროტესტო აქცია ბათუმში

საპროტესტო აქციები გრძელდება ბათუმში, სადაც აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებაა, რომელიც უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. მოთხოვნებს შორის რჩება ხელახალი არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებულების გათავისუფლება.

მერაბ წულუკიძე ბათუმიდან.