საპროტესტო აქცია ბათუმში 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს წინ პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა კარვებში უკვე მე-6 ღამე გაათენეს. მათი მოთხოვნები უცვლელია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები. კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა – ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა. გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი 24-ე დღეა რაც პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.