საპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქციები ბათუმში 24-საათიან რეჟიმზე გადადის. გუშინდელი ღამე საკონსტიტუციო სასამართლოს წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეთა ნაწილმა კარვებში გაათენა. მათ გვიან ღამით ორი პატარა კარავი გაშალეს, მანამდე მათ ჰქონდათ მცდელობა ადგილზე უფრო მოზრდილი კარავი დაედგათ, თუმცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, საბოლოოდ კარვის კონსტრუქცია პოლიციამ წაიღო. მოთხოვნებს, რომელიც ახალ არჩევნებსა და დაკავებულთა გათავისუფლებას უკავშირდება, კიდევ ერთი დაემატა – ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და მისი გათავისუფლება.