საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ბათუმში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ისტორიული ბათუმის ტერიტორიის განმსაზღვრელი დოკუმენტის დაუყოვნებლივ დამტკიცებას და სამშენებლო რეგულაციების დაწესებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ოთხპუნქტიანი მოთხოვნა გაუგზავნეს და პრობლემის გადაჭრისთვის ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად ერთკვირიანი ვადა მისცეს.