ბათუმში აქცია კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჩატარდა. აქცია ხულოელების მარშით დაიწყო. აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მსვლელობამ სტარტი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აიღო. ისინი მზია ამაღლობელსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებულ სხვა პირებს სოლიდარობას უცხადებენ და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტებიც შეიკრიბნენ, რომლებმაც მარია რესას წიგნის შესახებ „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ დისკუსია მოაწყვეს.