ამ დრომდე ბათუმისა და ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩება გუშინ აქციაზე დაკავებული 9 პირი. მათ შორის ონლაინ გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლს ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პატიმრობაში იმყოფება ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი. კიდევ სამი დემონსტრანტი კი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული. სასამართლო პროცესები, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
დაკავებულების მხარდასაჭერად ბათუმში აქციაა დაანონსებული.
მერაბ წულუკიძის ჩართვა ბათუმიდან პირდაპირ ეთერში #მოამბე