აქციის 38-ე ღამე ბათუმში კვლავ აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებით დაიწყო. სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, აქციის მონაწილეთა განცხადებით, პროტესტი არ შეჩერებულა და არ შეჩერდება, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები. მოთხოვნებს შორის ძალაში რჩება დაპატიმრებულ პირთა გათავისუფლება, აქციის მონაწილეებმა ასევე დღეს დააანონსეს, რომ შობის ღამეს, ახალი წლის მსგავსად, ერთად შეხვდებიან.