პროტესტია რეგიონებში. ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს პედაგოგთა მარშით დაიწყო. კერძო და საჯარო სკოლების პედაგოგების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე აქციების საერთო მოთხოვნებს უერთდებიან და ამბობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია. ახალ არჩევნებს და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ აჭარის მთავრობის სახლთანაც, სადაც უკვე მე-18 დღეა პროტესტი მიმდინარეობს.