საპროტესტო აქციები იმართება ბათუმშიც. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილები. პროტესტის მეათე დღეს აქცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით განახლდა. მოეწყო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ევროპული მომავალი და ხელახალი არჩევნებია.