სოლიდარობა პატიმრებს – ბათუმში დღეს საპროტესტო აქცია ამ მოწოდებით განახლდა. აქცია სტუდენტებმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართნენ, მათ რიგით მოქალაქეებთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციები ბათუმში ყოველდღე იმართება, მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის დაბრუნებაა.