ბათუმში საპროტესტო აქციები განახლდა. პირველი საჯარო სკოლიდან დაიწყო მშობელთა მარში, მათ შეუერთდნენ მოსწავლეებიც, „არა რუსეთს, ჩვენი ადგილი ევროპაშია!“ – ასეთია შეკრებილთა მთავარი სლოგანი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპროტესტო მუხტი არ განელდება, სანამ მოსახლეობა არ დარწმუნდება, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხე არ ემუქრება. დაანონსდა, რომ აქცია საღამოს ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ განახლდება.