საპროტესტო აქცია ბათუმში

საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ ბათუმელი მოსწავლეებიც. გაიზარდა საჯარო და კერძო სკოლების რაოდენობა, სადაც სასწავლო პროცესი პრაქტიკულად შეწყდა. მოსწავლეებმა დღეს მასწავლებელთა ნაწილთან ერთად ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე გამართეს. „ჩვენ გვინდა ცხოვრება ევროპაში“ – ესაა ძირითადი მოთხოვნა, რაც აქციაზე ისმის.