ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდა. სტუდენტების უმრავლესობამ უარი თქვა აუდიტორიებში შესვლაზე. მათ ევროკავშირთან შეწყვეტილი ურთიერთობის განახლება და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. ასევე მოუწოდებენ რექტორს, გაიზიაროს სტუდენტთა უმრავლესობის პოზიცია. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ დაბალი დასწრებადობის მიუხედავად, სასწავლო პროცესი განახლდა.