რამდენიმე პირი დააკავეს გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც – სიტუაცია აჭარის მთავრობის სახლთან გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავებები მოულოდნელად დაიწყო, რის გამოც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა, თუმცა, ამის მიუხედავად, დაპატიმრებები გაგრძელდა. აქცია დაკავებების შემდეგ მსვლელობით გაგრძელდა.