საპროტესტო აქცია ბათუმში

საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა.

„გამოიძიე“, „არა ავტორიტარიზმს“, „თავისუფალი მედია – თავისუფალი საზოგადოება“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით იდგნენ აქციის მონაწილეები სასტუმრო „შერატონთან“. მათი თქმით, აქციის მიზანი შარლ მიშელის ინფორმირება იყო საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. აქციის მონაწილეები 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორების დასჯასაც ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.