საპროტესტო აქცია ბათუმში

ე.წ. მუყაოს ქალაქში თვითნებურად შესახლებულმა პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დასახლებაში ამბობენ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელ კორპუსებში, შესაძლოა, სხვა პირები შეასახლონ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეიქმნას კომისია და დადგინდეს კრიტერიუმები იმის დასადგენად, თუ რომელი ოჯახები მიიღებენ ბინებს მშენებლობის პირველ ეტაპზე. პროტესტს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა.

„მუყაოს ქალაქში“ თვითნებურად დასახლებულებისთვის კორპუსების მშენებლობა წელს დაიწყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე 582 ოჯახი დაკმაყოფილდება, თუმცა პროექტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა რეგისტრირებული ოჯახი არ დაკმაყოფილდება.​