საპროტესტო აქცია ბათუმში

ბულვარის ადმინისტრაციასთან ელექტრომობილების მეპატრონეები შეიკრიბნენ.

პროტესტის მონაწილეები იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც პირველი მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებით გადაადგილება იკრძალება. ბულვარის დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნაა.

ამ წუთებში ელექტრომობილების მფლობელები ბულვარის დირექტორს ხვდებიან.