საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში

საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში.

თანამშრომელთა ნაწილი პორტის დირექტორის გადადგომას ითხოვს. აქციის რამდენიმე მონაწილემ შიმშილობაც დაიწყო. პორტის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მიმდინარეობს ფარული რეორგანიზაცია და მოსალოდნელია მათი სამსახურიდან უსამართლო დათხოვნა.

პორტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ რეორგანიზაცია მართლაც იგეგმება, თუმცა, ამ ეტაპზე იგი მხოლოდ საპენსიო ასაკს მიღწეულ თანამშრომლებს ეხება.