ბარსელონაში პროპალესტინელ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. მედიის ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე მას შემდეგ დააკავა, რაც დემონსტრანტები ადგილობრივი სწრაფი კვების ობიექტს დაესხნენ თავს. პროპალესტინელი აქტივისტები რესტორან „ბურგერ კინგს“ „ისრაელის სისასტიკის“ ხელის შეწყობაში ადანაშაულებენ. პროპალესტინური პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ომმა ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფა და გლობალური შიმშილი გამოიწვია.