საპროტესტო აქცია „ანას ბაღთან“

ვარკეთილში ისევ აქცია იმართება. „ანას ბაღთან“ ადგილობრივები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. შეკრებილები დედაქალაქის მერიას მოუწოდებენ,  სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეებს, ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი და აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

მათივე თქმით, საპროტესტო გამოსვლები პერმანენტულ რეჟიმში გაიმართება. დღეს ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები არ გამოჩენილან, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, აცხადებდნენ, რომ მშენებლობა „ანას ბაღს“ საფრთხეს არ უქმნის.