საპროტესტო აქცია ალბანეთში

12:19, 20.10.2026

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციები მე-7 დღეა გრძელდება. დემონსტრანტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომას ითხოვენ. აქცია დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და ფოიერვერკები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ მათ „წითელი ხაზები“ გადაკვეთეს, როდესაც სამართალდამცველების ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. ერთი დღით ადრე აქციის მონაწილეებმა ე.წ. მოლოტივის კოქტეილი ესროლეს პოლიციის განყოფილებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელს. დემონსტრაციების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა სამთავრობო შენობები, მათ შორის განათლების სამინისტრო.

მსგავსი