საპროტესტო აქცია ახმეტაში

მეთორმეტე დღეა ახმეტაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ დღესაც შეიკრიბნენ, უცვლელია მათი მოთხოვნები – ევროპაში ინტეგრაცია, ხელახალი არჩევნები. გააპროტესტეს ძალისმიერი მეთოდებით მიტინგის მონაწილეთა დარბევა და მედიის წარმომადგენლები მიმართ ძალადობა.