საპროტესტო აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტში

საპროტესტო აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტში.

სოფელ წინუბნის მოსახლეობა მისასვლელი გზის მოასფალტებასა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. გარდა გზისა, მოსახლეობას დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებს. მათი განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

აქციაზე სოფლის რწმუნებულსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. მოსახლეობამ მას წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები გაახსენა. მოსახლეობასთან შესახვედრად მერის მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. გურამ მელიქიძემ ადგილობრივებს გზის პროექტი წარუდგინა. მისი თქმით, პროექტი დამტკიცებულია და დაფინანსებას ელოდებიან, გზის მოასფალტება კი 2019 წელს იგეგმება. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.