საპროტესტო აქცია

18:31, 29.09.2026

დიდუბის გამგეობაში, თბილისის 166-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები განათლების მინისტრის მოადგილეებს – თამარ მახარაშვილსა და ლევან ღირსიაშვილს, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი შონიას ხვდებიან. შეხვედრა ერთი საათის წინ დაიწყო და მასზე სკოლის შენობის საკითხი განიხილება. სკოლის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების ნაწილმა გუშინ და დღეს აქცია გამართა, რომელზეც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გადახედვა და დემონტაჟის ნაცვლად, სკოლის შენობის რეაბილიტაცია მოითხოვეს. მათი განცხადებით, უკვე მესამე წელია, მოსწავლეები ორ ახლომდებარე სკოლაში, მეორე ცვლაში აგრძელებენ სწავლას, რაც ბავშვებისთვის გარკვეულ სირთულეებს ქმნის.

მსგავსი