საპროტესტო აქცია

15:22, 29.09.2026

პროტესტის მეორე დღე – თბილისის 166-ე სკოლის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების აქცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ისინი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გადახედვას და დემონტაჟის ნაცვლად, სკოლის შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი განცხადებით, უკვე მესამე წელია, მოსწავლეები ორ ახლომდებარე სკოლაში, მეორე ცვლაში აგრძელებენ სწავლას, რაც ბავშვებისთვის გარკვეულ სირთულეებს ქმნის. დღეს დაგეგმილია სკოლის სამეურვეო საბჭოს ნაწილის შეხვედრა, განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებთან, სადაც სკოლის შენობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

მსგავსი