საპროტესტო აქცია
ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში, სადაც რამდენიმე დღის წინ 13 წლის მოზარდი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივები, იმ მონაკვეთზე სადაც მოზარდი ტრაგიკულად გარდაიცვალა, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და სარკინიგზო გადასასვლელების მოწყობას ითხოვენ – დამონტაჟდეს ბარიერები, საგანგაშო ნიშნები და გზის გადამკვეთი უსაფრთხო ბილიკები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა, განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან რამდენიმე მეტრში საჯარო სკოლაა და ლიანდაგის გადაკვეთა ყოველდღიურად ათეულობით მოსწავლეს უწევს. მათი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, ამავე სარკინიგზო ხაზზე 17-მდე ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევებს. ადგილობრივების თქმით, ამ ეტაპზე ლიანდაგზე გადასასვლელი თვითნებურად, კუსტარულად აქვთ მოწყობილი, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.