„ბოლტის“, „იანდექსისა“ და „გლოვოს“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მქონე დასაქმებულებისთვის შესაბამისი რეგულაციების მიღებაა. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ასეთ თანამშრომლებს კომპანიებმა ნასამართლობის ცნობა და ქართული მართვის მოწმობა უნდა მოსთხოვონ. საკითხის დარეგულირების მიზნით, მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთვის მიმართვას გეგმავენ.