საპროტესტო აქცია

15:12, 26.01.2025

ამ წუთებში დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მარშით წერეთლის პოლიციის შენობასთან გადაინაცვლებენ და მთავრობის პოლიტიკას გააპროტესტებენ. მთავარი მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები. დღის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მსვლელობაა დაგეგმილი, მათი მონაწილეები დღის ბოლოს რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ აქციას შეუერთდებიან.

მსგავსი