საპროტესტო აქცია

„ქველმოქმედება თავისუფლებისთვის“- ამ სლოგანით თბილისში მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტისკენ გაემართნენ და მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მომიტინგეები უკვე 53-ე დღეა მთავრობის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ აქციებს მართავენ და ორ ძირითად მოთხოვნას აჟღერებენ – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები.

სხვა დღეების მსგავსად, მომიტინგეები საკუთარ პროტესტს დღესაც სასტვენებითა და ტრანსფარანტებით გამოხატავენ.