დაკავებულია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ის დილით მომიტინგეებთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე მივიდა, შემდეგ კი თამარაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა, სადაც ის სამართალდამცავებმა აიყვნეს. დაკავების ამსახველი კადრები და ინფორმაცია სოციალურ ქსელში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გვერდზე გავრცელდა. მისი დაკავება დაადასტურა ნიკა გვარამიამაც.
აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც რუსთაველის გამზირი დატოვეს, ისინი მცირე ხნით გაჩერდნენ ვაკის პარკთან, ამის შემდეგ კი თამარაშვილის გამზირისკენ დაიძრნენ, რომლის გადაკეტვაც მოინდომეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებით, თუმცა, ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.