საპროტესტო აქცია

„ქართული დასი“ კომუნალურ გადასახადებზე ფასის მატებას აპროტესტებს. პარტიის წევრები და მათი მომხრეები მთავრობის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პანდემიის გამო, მოსახლეობა ისედაც ფინანსურ კრიზისშია და მთავრობამ მათი მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს. „ქართული დასის“ წევრები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობით მივიდნენ.