საპროტესტო აქცია

კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა ოპოზიციური პარტიების – „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან აქციები გამართეს. მათ ოპოზიციას ეუთო/ოდირის დასკვნა შეახსენეს და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინება მოსთხოვეს.

აღნიშნული შინაარსის პლაკატების გაკვრას მოძრაობის წევრებსა და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი „ნაციონალური მოძრობის“ ოფისთანაც.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიზანი მხოლოდ დესტრუქციაა. ისინი მოუწოდებენ ოპოზიციონერ დეპუტატებს, მოლაპარაკებების პროცესში არა პარტიული ინტერესით, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იხელმძღვანელონ.