„ქართული ოცნებისა“ და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეხვედრის პარალელურად, „შერატონ მეტეხი პალასთან“ ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ სცნობენ არჩევნების შედეგებს და ამ ფორმით სურთ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდინონ ხმა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოჩენას შეძახილებით შეხვდნენ.