საპროტესტო აქცია

ხმაური იყო პარლამენტის შენობის გარეთ.

საპროტესტო აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები ამ დრომდე მართავენ. სესიის დაწყების პარალელურად, მათ პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელება საყვირებითა და შეძახილებით გააპროტესტეს და შენობაში შესვლაც სცადეს. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ნოდარ ჩაჩუა მუშაობს პარლამენტის შენობასთან.