საპროტესტო აქცია

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

შეკრებილებმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ალმასიანის ქუჩაზე წლების წინ დაიწყო 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, თუმცა მათივე ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობა ვერ დაასრულა. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ინვესტორის ხელახლა მოძიების შემდეგ, დედაქალაქის მთავრობისგან მშენებლობის ნებართვა ვეღარ მიიღეს.

აღნიშნულს უპასუხეს მერიაში.