საპროტესტო აქცია

ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები დარჩენილი ხელფასებისა და კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვენ.

გამაფრთხილებელი აქცია მათ პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად ტელეკომპანიის შენობის წინ გამართეს. ისინი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოში დავის დაწყებას აპირებენ. „იბერიის“ თანამშრომელთა ნაწილი ასევე საუბრობს ტელეკომპანიის შენობიდან ტექნიკის გატანაზე.