საპროკურორო საბჭოს ახალი წევრის არჩევა

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს. ის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე, თეიმურაზ ლომთაძეა. საპროკურორო საბჭოს წევრის არჩევა, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. „პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც საქართველოს პროკურორთა კონფერენცია ფარული კენჭისყრით ირჩევს. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია.