საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს, პროკურორთა კონფერენციაზე. ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ქუთაისის რაიონული პროკურორი გიორგი ლანჩავა გახდა.
პროკურორთა კონფერენცია, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა. ისაუბრეს საპროკურორო საბჭოს კანდიდატების კვალიფიკაციაზე, გამოცდილების მნიშვნელობაზე, და უწყების გამჭვირვალედ და ეფექტიანად ფუნქციონირებაზე. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.