საპროცესო შეთანხმება – პოლიტიკური შეფასებები

18:06, 11.10.2026

მოითხოვენ თუ არა საპროცესო შეთანხმებას და აღიარებენ თუ არა დანაშაულს ოთხი ოქტმბრის დამხობის მცდელობის ლიდერები? საკითხი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ვნებათაღელვის თემაა. „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, ნანუკა ჟორჟოლიანი კი მიიჩნევს, რომ იმ პირებმა ვინც საპატიმრო საპროცესო შეტანხმებით დატოვეს პოლიტიკურ მომავალზე უარი უნდა თქვან. ჟორჟოლიანი აღიარებს იმასაც, რომ 4 ოქტომბერი ოპოზიციისთვის დამარცხების დღე იყო. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ მათ ოპონენტებს, მორიგი დაფინასნების მისაღებად სურთ უცხოელ დამკვეთებს აჩვენონ, თითქოს ქვეყანას პოლიტ-პატიმრები ჰყავს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი ნაწილი შეფასებებში ფრთხილია და ამბობენ, რომ საპატიმროდან-თავისუფლებაზე არჩევანს ყველა თავად აკეთებს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის საქმეზე 64 ბრალდებულიდან 50-ზე მეტმა უკვე გამოიყენა ან ახლა იყენებს საპროცესო შეთანხმების მექანიზმს, რის შემდეგაც ბრალის აღიარების შემდეგ მათ საპატიმრო დატოვეს.

მსგავსი