საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძესთან
დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა – ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
საქალაქო სასამართლოს მსგავსად, პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ექს-მინისტრი, სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. თუმცა სასჯელის სახედ 5 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბურჭულაძე, რომელმაც ჩვენება მსჯავრდებული ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისცა, საპატიმროში სამ წელს გაატარებს. ორ წელი კი პირობითად ჩაეთვლება. თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისთვის დაკავებულ ექს-მინისტრს მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევს, სახელმწიფოს სასარგებლო ჩამოერთმევა სხვადასხვა სახის ქონებაც. არ არის გამორიცხული ბურჭულაძის წინააღმდეგ, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით კიდევ ერთი დავა თავდაცვის სამინისტრომ დაიწყოს. საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს იმავე საქმეზე ბრალდებულ ბურჭულაძის ცოლის ძმას და მის ყოფილ მოადგილესაც. სააპელაციოს გადაწყვეტილება რეზონანსულ საქმეზე და პოლიტიკური შეფასებები – ნახეთ ხატია ჯამალაშვილის სიუჟეტში.