საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე

12:05, 13.10.2026

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, დღეს გაუფორმდებათ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც ცნობილი უნდა გახდეს საპროცესო შეთანხმების პირობები. პროკურატურასა და მსჯავრდებულებს შორის შეთანხმების შემთხვევაში მათი საქმე სხვა მსჯავრდებულებისგან ცალკე გამოიყოფა და შეთანხმებას სასამართლო დაამტკიცებს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება – 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან, ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ 5-5 წლით აქვთ თავისუფლება აღკვეთილი მისჯილი.

მსგავსი