4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან აქციაზე დაკავებულ პირთა ნაწილი დღეს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან, საუბარია ალექსანდრე გოგოლაძეზე, გოჩა ყატაშვილზე, სულხან ამბალავაზე, რამაზ ჯორბენაძეზე, ჯანრი თირქიაზე, გენადი კეხილაშვილზე, დავით ღურწკაიასა და ევა შაშიაშვილზე. მათ ბრალი აღიარეს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით შედგა. ამ ეპიზოდზე ბრალი არ აღიარეს და მოსამართლის განაჩენს ელოდებიან სხვა დაკავებულები. 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან დაკავებულ პირებს სახელმწიფო ბრალდება რამდენიმე მუხლით ედავებოდა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას ჯგუფურად გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.