საპროცესო გარიგების მოთხოვნა ვერშემდგარი დამხობის ორგანიზატორებისგან
მოითხოვს თუ არა საპროცესო შეთანხმებას პაატა ბურჭულაძეც: კითხვა მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის მხრიდან აღნიშნული მექანიზმის გამოყენების თხოვნამ გაააქტიურა. მშვიდობიანი დამხობის სახელით მოწყობილი აქციის ორგანიზატორის მიერ ციხიდან გამოგზავნილმა წერილმა გარკვეული მოლოდინები გააჩინა. გამოძიების მიერ კიდევ ერთ ორგანიზატორად მიჩნეულ ირაკლი ნადირაძისგან გასხვავებით, რომელიც შეწყალების ან საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს, ბურჭულაძე ასეთი რადიკალური არ არის. თუმცა ირკვევა, რომ მამა-შვილის პოზიციები ერთმანეთთან თანხვედრაში არაა. საოპერო შემსრულებლის შვილი, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენების და, ზოგადად, პროტესტის აქტიური მხარდამჭერია, პროცესს განსხვავებულად უყურებს. საპროცესო შეთანხმება და პირობითი მსჯავრით ციხის დატოვება მხოლოდ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში ხდება. სისხლის სამართლის კოდექსში საპროცესო შეთანხმების საფუძვლების მკაფიოდ განმარტების მიუხედავად, მსგავსი მექანიზმით სარგებლობა დანაშაულის აღიარებას მაინც არ ნიშნავს ,,ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომელმაც თავის დროზე 4 ოქტომბრის შეკრებას, სხვა პარტიებისგან გასხვავებით, პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა და ახლა საქმის ფიგურანტებს თავისუფლებისთვის ყველა გზის გამოყენებას ურჩევს.