საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

დღეს გახდება ცნობილი პარლამენტის ახალი კონფიგურაციის შესახებ. რომელ ფრაქციას რამდენი კვოტა ექნება კომიტეტებსა და დელეგაციებში, ამაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ჯერჯერობით უცნობია, გამოიწვევს თუ არა მმართველი გუნდი უმრავლესობის კვოტით მყოფ უკვე დამოუკიდებელ დეპუტატებს.

ასევე უცნობია, შექმნის თუ არა ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ ფრაქციას. საკითხები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საგაზაფხულო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა 7-მა დეპუტატმა დატოვა და ასევე დაიშალა ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატები“.  საპარლამენტო უმრავლესობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, უმცირესობის სტატუსი დაკარგა პარტია „ევროპულმა საქართველომ“.

საპარლამენტო უმრავლესობა ამჯერად 115 დეპუტატის ნაცვლად, 108 დეპუტატით არის წარმოდგენილი და ინარჩუნებს მყარ უმრავლესობას. განხეთქილება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის საკითხს მოჰყვა.

 

დატოვე კომენტარი