საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

ზურა (გირჩი) ჯაფარიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე იმსჯელებენ. სხდომა პირველ საათზე დაიწყება. ამ მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ჯაფარიძემ თავად მიმართა. მიზეზად კი 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა დაასახელა.