საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

12:24, 13.12.2019

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, დიმიტრი ხუნდაძისა და კიდევ ათი მაჟორიტარი დეპუტატის  საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა და მოქალაქეების ხელმოწერების შესაგროვებლად, სპეციალური ბლანკები გადასცეს.

მაჟორიტარების ნაწილი, 2024 წლისთვის, შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და სრულად მაჟორიტარული სისტემის აამოქმედებას  ითხოვენ. შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას,  საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

საკონსტიტუციო ცვლილებების დასარაგისტრირებლად კი, მაჟორიტარებს 4 თვის განმავლობაში, მინიმუმ 200 000 ხელმოწერის შეგროვება მოუწევთ.  კანონპროექტის  ერთ-ერთი ავტორი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საკითხზე საერთო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.  გუნდის საბოლოო პოზიცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

მსგავსი